

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, საკუთარი შედეგის გასაგებად, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებ.გვერდზე online.naec.ge და შესაბამის ველში პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი მიუთითოს.
პირად გვერდზე გადასვლისას, აპლიკანტი ნახავს საკუთარი ნაშრომის ასლსა და კონკრეტულ საგანში მიღებულ პირველად ქულას.
რაც შეეხება მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გასაჩივრებას, შეფასებისა და გამოცდების ეროსვნული ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს