

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგებით, გორელმა გიორგი წიკლაურმა ინგლისურ ენაში მაქსიმალური 80-დან 79 ქულა აიღო.
გიორგი წიკლაურიი გორის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.
ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენებში, ლიტერატურაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში.
შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს