

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგებით, გორელმა ლუკა მურადაშვილმა ინგლისურ ენაში 79 ქულა აიღო (მაქსიმალური 80-დან).
ლუკა მურადაშვილი გორის 1-ლი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანია.
შეგახსენებთ, შედეგების გასაგებად, აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე შესვლის შემდეგ, შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს