გორის ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, სპორტული აქტივობები გრძელდება. ორგანიზატორების თქმით, დღეს, 3 აგვისტოს, გასართობ პროგრამაში ფრენბურთის მატჩებია ჩანიშნული.
„ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობა“ 3X3 ფრენბურთის ჩემპიონატზე გიწვევთ და ნამდვილად ემოციებით დატვირთულ დღეს გპირდებათ. მატჩი, დღეს, 19:00 საათზე, გორის სპორტსკოლაში ჩატარდება და გამარჯვებულებს My Art-ის აბონიმენტითა და თასით დავაჯილდოებთ. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ერთ გუნდში საჭიროა სამი მოთამაშე, ხოლო გამარჯვებული გუნდი თამაშის დასასრულს გამოვლინდება. ფრენბურთის მატჩში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ