

მთავრობის დადგენილებით, დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების ღირებულება იზრდება.
დადგენილების თანახმად, იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალური სარიტუალო მომსახურება, რაც ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარებას გულისხმობს, 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება;
ქორწინების სახლში შაბათს და კვირას ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარების ღირებულება 150-ის ნაცვლად 225 ლარი გახდა.
კვირის დანარჩენ დღეებში ქორწინების სახლში ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარების ღირებულება კი, ამიერიდან, 90 ლარის ნაცვლად 135 ლარია.
რაც შეეხება სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაციას 170 ლარის ნაცვლად, მომსახურების ფასი 255 ლარამდე გაიზარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს