

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა შესაბამისი ავტორიზაცია და შეძლო სტატუსის ამაღლება, შესაბამისად, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი დღეიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსს ატარებს, - აღნიშნულ ინფორმაციას უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გორის უნივერსიტეტმა სადოქტორო პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა.
„გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, პარტნიორ დაწესებულებებს და ყველა გულშემატკივარს ვულოცავთ უნივერსიტეტის წარმატებულ ავტორიზაციას და სტატუსის ამაღლებას, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საქმეში.
მადლობა ყველა იმ პირს და ინსტიტუციას, ვისაც სჯეროდა ჩვენი შესაძლებლობების და მხარში გვედგა ამ რთულ გზაზე“, - აღნიშნავენ გორის უნივერსიტეტში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს