

ხვალ, 28 ივლისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ დასაქმების ფორუმი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიღებს შიდა ქართლში არსებული ოცამდე კომპანია და ორგანიზაცია.
„სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ.
გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 28 ივლისს, 16:00 საათზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გაიმართება დასაქმების ფორუმი.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს შიდა ქართლში არსებული ოცამდე კომპანია და ორგანიზაცია“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს