

მეტეოროლოგების ინფორმაციით, დღეს, 26 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა, დღის მეორე ნახევარში კი ნალექია მოსალოდნელი. მცირე წვიმა ნავარაუდევია 17-დან 18 საათამდე, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +28 გრადუსს მიაღწევს.
პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 27 ივლისსაც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი მხოლოდ +24 გრადუსს მიაღწევს.
28 ივლისიდან თვის ბოლომდე, 31 ივლისის ჩათვლით კი, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი და ტემპერატურის +32 გრადუსამდე მატებაა მოსალოდნელი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს