

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირი, სარეაბილიტაციოდ ზღვისპირა კურორტზე გაემგზავრა.
დაბა ურეკში შშმ პირები გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გააცილა.
აღნიშნული აქტივობა პროექტის - „ვეტერანების საკურორტო სარეაბილიტაციო მომსახურების“ ფარგლებში ხორციელდება და 20 ვეტერანი 10-დღიან სარეაბილიტაციო კურსს გაივლის.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მერიისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის თანადაფინანსებით ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს