

რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების, საკრებულოების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების მონაწილეობით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა 2022 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ დროისთვის, სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ისაუბრეს იმ დამატებითი პროექტების შესახებაც, რომელის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, დამატებითი პროექტების ღირებულება 11 მილიონ ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს