ტურიზმი
21.07.2022 14:59
კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები ევროკავშირის წარმომადგენლებს სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ილურიძემ და ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ გააცნეს.

შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ და სტუმრებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე მიაწოდეს ინფორმაცია.
კვირის ამბები