

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან. თანამედროვე რეჟისორები - დავით ჩხარტიშვილი და ნიკა ლუარსაბიშვილი, სასცენო ხელოვნებისმოყვარულებს, დღეს, 16:00 საათზე, საახალწლო სპექტაკლზე ეპატიჟებიან.
ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით დადგმული წარმოდგენა - „საშობაო სიმღერა“, ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე 3, 4, 5, 8, 9, 10, 11 და 12 იანვარს გათამაშდება.
„ამბავი, რომელიც დიდი ხნის წინ ნისლიან და თოვლიან ლონდონში მოხდა. თქვენ იხილავთ შობის დღესასწაულის იდუმალებით მოცულ თავგადასავალს, როგორი ჯადოსნური გზებით გარდაისახა ბებერი, გულქვა და ძუნწი კრედიტორი ებენეზერ სკრუჯი გულკეთილ და მოსიყვარულე ადამიანად“, - ამბობენ ერისთავის სახელობის თეატრის დასის წევრები და მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას პირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა როგორც სალაროში, ასევე, ონლაინ biletebi.ge - ზე შეგიძლიათ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს