

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს გრანდ სლემზე სამმა გორელმა ძიუდოისტმა იასპარეზა და შეჯიბრება სამივე მათგანმა მედლით დაასრულა.
გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს, თემურ ნოზაძემ (60 კგ.) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. მეორე დღეს არენაზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) გავიდა და მან უკვე ვერცხლის მედალი აიღო, ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) კი შეჯიბრების დასკვნითი ეტაპი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება, პირველი მატარებელი 26 მაისს შემოვა