15-17 ივლისს ზაგრებში, გრან-პრი გაიმართება. უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა - ჩვენს ქვეყანას 12 სპორტსმენი წარადგენს, მათგან 10 ვაჟი და 2 ქალი.
საქართველოს ნაკრების ვაჟები, ყველა წონაში იასპარეზებსნ, ქალებში ქვეყანას მხოლოდ ორი მონაწილე ეყოლება.
საქართველოს ნაკრები ზაგრებში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
ვაჟები - გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.);
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.);
ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), გიორგი ტერაშვილი (73 კგ.);
ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ.);
ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.);
ვალერი ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (100 კგ.);
გელა ზაალიშვილი (+100 კგ.).
ქალები - ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.);
სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
სპორტის მოყვარულებისთვის კარგად ცნობილია, რომ ამ შემაგდენლობიდან ოთხი ფალავანი გორელია - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი და ბექა ღვინიაშვილი.