პატივცემულო თანასოფლელებო, სოფელში (ლოკაცია ხიდთან) განახლდა ქვახვრელის საჩოგბურთო კლუბის ფუნქციონირება, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, კლუბში 12-დან 59 წლამდე მსურველები მიიღებიან.
„წევრობა და ვარჯიში უფასოა. ჩოგბურთი ერთ-ერთი ელიტური სპორტია და მისი შესწავლა (თუნდაც სამოყვარულო დონეზე) გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გამოიყენეთ ამჟამინდელი შესაძლებლობა. ვარჯიშები გვაქვს ორშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს. დილით 07:00-დან 09:00 სთ-მდე“, - ნათქვამია ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 599215594.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ