

ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი გორელი თვითნასწავლი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს.
როგორც ცნობილია, გამოფენა დღეს გაიხსნა და 10 ივლისამდე გაგრძელდება.
სამუზეუმო სივრცეში წარმოდგენილია ვახტანგ ჯვარიძის, სოფიო ინასარიძის, ნინო მჭედლიშვილის, მარიამ გოქაძის, ნიკოლოზ ნაკაიძის ნამუშევრები.
მუზეუმის ვიზიტორებს, მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების გარდა, თვითნასწავლი მხატვრების ნატურმორტების, პეიზაჟებისა და პორტრეტების დათვალიერების შესაძლებლობაც აქვთ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს