8-9 ივლისს, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, რუსთაველის ეროვნული თეატრი გორს სტუმრობს და ორ წარმოდგენას გამართავს.
8 ივლისს, 19:00 საათზე, გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეტრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება გოჩა კაპანაძის რეჟისორული ნამუშევარი, ერთმოქმედებიანი კომედია - „ძუნწი“ (პიესის ავტორი გიორგი ერისთავი).
9 ივლისს, 19:00 საათზე კი, სასცენო ხელოვნების მოყვარულები ერთმოქმედებიანი ტრაგიკომედიის, „თამაშის დასასრული“-ს (რეჟისორი რობერტ სტურუა) ნახვას შეძლებენ.
საგასტროლო ტურნე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტარდება, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ