

დღეს მივხვდი შემოვლაზე, საქართველო არა მარტო ვაზის, ლეღვის სამშობლოცაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი წერს. გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, საქართველოში, მიმდინარე სეზონზე, ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში არასრუწლოვანმა გოგონამ გამოიყენა. ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. პაციენტს სტაციონარული მკურნალობა უტარდება.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი