

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ცენტრის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სულ ჩატარდა 63 404 კვლევა ტესტით, მათ შორის 57 457 - ანტიგენ ტესტით, 5 847 - PCR ტესტით.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი