

გორის უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „კეხურა“ ქართული ლიგის ფინალშია.
12 ივნისს, თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის შენობაში გამართულ ნახევაფინალში ,,კეხურა“ ხუთ გუნდს დაუპირისპირდა და ფინალში გადაინაცვლა. ფინალი 26 ივნისს გაიმართება.
როგორც გუნდის ვეტერანი, მამუკა (სკიპი) ნადირაძე ,,გორის მაცნესთან“ აცხადებს, გულშემატკივარი ფინალზე დასწრებას ამჯერადაც უფასოდ შეძლებს. ტრანსპორტირებას და ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს გორის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
მიკროავტუბუსები გორის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან 26 ივნისს, 16 საათზე გავლენ.
შეგახსენებთ, გორის უნივერსიტეტის გუნდი „კეხურა“, 2015 წელს, მან-სან-კანის შემოდგომის სეზონის გამარჯვებული გახდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი