

დღეიდან, 20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
როგორც ცნობილია, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
ცნობისთვის, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი