სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაჯილდოვდა სამინისტროს სამკერდე ნიშნით - „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (15 წელი), - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამის ბრძანებაშია აღნიშნული.
15 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ვალერი თელია შსს-ს თბილისის, აჭარისა და შიდა ქართლის სამმართველოებში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი