

ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორად ბექა გიუნაშვილი დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინტერმუნიციპალური სააგენტო ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მუშაობას უკვე შეუდგა.
„ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორად ბექა გიუნაშვილი დაინიშნა. ის მუშაობას დღეიდან შეუდგა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინტერმუნიციპალურ სააგენტოში მოსალოდნელი საკადრო ცვლილების შესახებ, არაოფიციალური წყაროებით, ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა, იმჟამად უწყების ხელმძღვანელი, თამარ აფციაური აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებდა და აცხადებდა, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი