

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, გორის მუნიციპალიტეტში, დღის მეორე ნახევარში, 14-დან 21 საათამდე პერიოდში, კვლავ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს.
9 ივნისს ჰაერი გორში +24 გრადუსამდე გათბება, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა და წვიმა, მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე კი - ელჭექი.
არასტაბილური ამინდი გორის მუნიციპალიტეტში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს