ტურიზმი
07.06.2022 12:54
2022 წლის იანვრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტს 59 537 ვიზიტორი ეწვია, მათგან 43 728 - უცხოელი ტურისტი
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 30 693 ვიზიტორი ეწვია. რაც შეეხება 2022 წლის იანვრიდან დღემდე არსებულ სტატისტიკას, ჯამში, გასული ხუთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 59 537 დამთვალიერებელი სტუმრობდა, აქედან 43 728 - უცხოელი.
„გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სტატისტიკა კონკრეტული თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარში - 4 968 ვიზიტორი, თებერვალი - 4457, მარტი - 6 674, აპრილში კი - 12 765 დამთვალიერებელი. უნდა აღინიშნოს, რომ შემოსული სტუმრებიდან ადგილობრივი მხოლოდ 15 809 პირი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები