

უკრაინაში დღეს ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ქვეყნის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 32 ჟურნალისტი დაიღუპა.
ალექსანდრ ტკაჩენკოს განცხადებით, ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში დღეს 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, გმირები არიან.
„წელს ჟურნალისტების დღეს სიმწარის გემო აქვს. თქვენი როლი დღეს შეუფასებელია, ისევე როგორც თქვენი პასუხისმგებლობა, საქმისადმი ერთგულება, შეუპოვრობა და გამბედაობა. სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე თვეა და ჩვენ 32 ჟურნალისტი დავკარგეთ. ომის 8 წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მეტი დავკარგეთ, მუდმივი ხსოვნა საინფორმაციო ფრონტის მოწინავე მებრძოლებს“, - განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს