ტინისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაკულატურის ჩაბარებით მიღებული თანხით სკოლის ეზოს გამწვანებისთვის ნერგებს შეიძენენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ტინისხიდის სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მოსწავლეებმა 380 კგ. მაკულატურა შეაგროვეს და
გამომცემლობა პალიტრა L–ის პროექტის - ,,გაუფრთხილდი გარემოს, გადაარჩინე ტყე, გადაცვალე მაკულატურა წიგნებზე ან თანხაზე“ ფარგლებში გორში გამართული აქციისას ჩააბარეს.
ტინისხიდის საჯარო სკოლის ინფორმაციით, აქტიური მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წიგნებით.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს