

გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს მსოფლიოს ჩემპიონ გურამ საღარაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც 29 სექტემბერს ამბროლაურში გაიმართა.
შეჯიბრებაში 2005-2006 წლებში დაბადებული მოჭიდავეები ასპარეზობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, აგრეთვე სომხეთიდან. ტურნირი ტრადიციულია და ყოველ წელს ტარდება.
გორელთაგან ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (38 კგ.) და ნიკოლოზ მაისურაძე (68 კგ.).
მეორე პრიზიორები არიან: ზურაბ აბალაკი (38 კგ.), გოგა ოთინაშვილი (57 კგ.) და დაჩი პაპინაშვილი (75 კგ.), ბრინჯაოს მედალი კი ერგო საბა ღამბაშიძეს (41 კგ.).
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს