პროექტ Art House 2022-ის ფარგლებში, გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ფოტოგრაფიის უფასო კურსს იწყებს.
,,თუ ხარ 16+ ასაკის და გაინტერესებს ფოტოგრაფია, შეავსე განაცხადი და შემოგვიერთდი ივნისიდან, შეისწავლე ფოტოგრაფიის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი დამწყებთათვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, განაცხადების მიღება 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, დამატებისთი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე - 598 613 035.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ