

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს თვითგამოცხადებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.
ახლადხელმოწერილი კანონი რუსეთის ფედერაციის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევს, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ „მეორე ქვეყნის მოქალაქეობა.“
კანონის თანახმად, შეთანხმება ხუთი წლის განმავლობაში მოქმედებს (ხუთი წლის შემდეგ ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ ოფიციალურად არ აცნობებს შეთანხმების მეორე მხარეს) და ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს