

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეს ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის 5-დან 11 წლამდე ასაკის 19 ბავშვია. მოზარდების გარდა, გარდაიცვალა მათი პედაგოგი და ასევე, შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად, დაიღუპა თავდამსხმელიც.
შტატის გუბერნატორის, გრეგ ებოტის განცხადებით, თავდამსხმელი 18 წლის მამაკაცია.
გამოძიებას აშშ-ის ფედერალური ბიურო აწარმოებს. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს