კონფლიქტები
24.05.2022 17:43
ოკუპირებულ ცხინვალში მორიგი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ე.წ ინაუგურაცია გაიმართა

ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში მორიგი დე ფაქტო პრე­ზი­დენ­ტის, ალან გაგ­ლო­ე­ვის ე.წ ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თა.

ცხინ­ვა­ლის დრა­მა­ტული თე­ატ­რის შენობაში გამართულ ცე­რე­მო­ნიაზე გაგ­ლო­ევ­მა ე.წ. საპრეზიდენტო ფიცი რუ­სულ და ოსურ ენებ­ზე წარმოთქვა.

ე.წ. ინა­უ­გუ­რა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ ოკუპირებული რეგიონის პირ­ვე­ლი, მე­სა­მე და მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტე­ბი: ლუდ­ვიგ ჩი­ბი­რო­ვი, ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი და ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი, რაც შეეხება ედუარდ კოკოითს, იგი ე.წ. ინაუგურაციას არ დასწრებია.

დე ფაქტო ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად ცხინვალში ჩა­ვიდ­ნენ დე­ლე­გა­ცი­ე­ბი რუ­სე­თი­დან, ნი­კა­რა­გუ­ა­დან, ჩეჩ­ნე­თი­დან, ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თი­დან და ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თი­დან, ასე­ვე ,,ინაუგურაციას“ ეს­წრე­ბოდ­ნენ აფხა­ზე­თის, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კე­ბის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური 8 მა­ისს გა­ი­მარ­თა, სა­დაც ალან გაგ­ლო­ევ­მა ხმე­ბის 56.09% მი­ი­ღო.

კვირის ამბები