მეტეოროლოგების ინფორმაციით, მაისში, საქართველოში, არაერთი ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაფიქსირდა და თვის დასრულებამდე, რამდენიმე კიდევ გველის.
მთლიანობაში, მაისში 18 მაგნიტური დღე იყო მოსალოდნელი, რასაც არაერთი უსიამოვნო სიმპტომი ახლავს თან.
23-24 მაისს, მოსალოდნელია უძლიერესი მაგნიტოსფერული ქარიშხალი. ექსპერტების შეფასებით, ის 5-ქულიანი იქნება და არამეტეოდამოკიდებულ ადამიანებსაც კი არასასიამოვნო შეგრძნებას მოუტანს. ამ დღეებში მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება და სხვადასხვა უსიამოვნო სიმპტომი.
არსებული პროგნოზით,მ 24 მაისის საღამოდან 27 მაისის საღამომდე ქარიშხალი შესუსტდება, თუმცა მისი მაჩვენებელი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 4 ქულის ნიშნულზე შენარჩუნდება.
რაც შეეხება მომნდევნო დღეებს, 27 მაისიდან 28 მაისამდე მაგნიტური ქარიშხალი 3 ქულამდე შესუსტდება და მეტეოდამოკიდებული ადამიანები მზის ძლიერი აქტივობის შემდეგ, თანდათან გათავისუფლდებიან უსიამოვნო სიმპტომებისგან.
გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწის გეომაგნიტური ველის შფოთვაა, რომელსაც პლანეტის შემოგარენში მზის ქარის ნაკადების შემოჭრა და მათი დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედება იწვევს.
მაგნიტური ქარიშხლები ყველაზე ცუდად გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებების მქონე პირებზე მოქმედებს, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს ჰიპერტონიისადმი მიდრეკილ, მეტეოდამოკიდებულ და ფსიქოემოციურად არასტაბილურ ადამიანებზე.
მედიკოსების თქმით, მეტეოშეტევების დროს, თავს იჩენს უმიზეზო თავის ტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის ცვალებადობა, განწყობის ცვლა, უძილობა და დეპრესიული განწყობა.