

მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი, - ასე მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის მერი სკოლის კურსდამთავრებულებს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება სოციალური ქსელით მიულოცა.
„მინდა, სკოლის დამთავრება მოგილოცოთ!
წინ ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება და ახალი გამოწვევები გელოდებათ!
განსაკუთრებით გილოცავთ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი.
მიგულეთ თქვენს მეგობრად“, - აღნიშნავს ხინჩეგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქვეყანის მასშტაბით ყველა მეთორმეტეკლასელმა, სწავლა დღეს, 20 მაისს დაასრულა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს