

გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტი დატოვა ვალერიან მჭედლიძემ.
აღნიშნული ინფორმაცია „გორის მაცნეს“ მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ვალერიან მჭედლიძე რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორის პოზიციაზე ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის მაისში დაინიშნა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს, მანამდე კი, მხარის რწმუნებულის მოვალეობას პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი შეასრულებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს