ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი დე ფაქტო ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლო ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 17 ივლისისთვის დანიშნა, თუმცა, როგორც რუსულ მედიათან ბიბილოვის შემცვლელმა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალან გაგლოვმა განაცხადა, ,,რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა მოსკოვი განაცხადებს, რომ ამის დრო დადგა“.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი კი, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილ „რეფერენდუმზე“ საუბრისას ტეალებზე კონკრეტიზაციისგან თავს იკავებს და არაფერს ამბობს, ჩატარდება თუ არა ბიბილოვის მიერ დაანონსებული ,,რეფერენდუმი“.ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს