

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში ამბობენ, სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად, სხვადასხვა სახის სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
„რაც შეეხება კონკრეტული სამუშაოების ჩამონათვალს, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ბალახის თიბვა, ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, მორწყვა, შეწამვლა, კირით შეთეთრება და ასე შემდეგ.
ასევე, სკვერებში ირგვება სხვადასხვა სახის მცენარე, მათ შორის სეზონურად მოყვავილე, ერთწლოვანი ყვავილები: ბეგონია, პეტუნია, ტაგეტესი.
კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის დადგომამდე მოწესრიდგება ქალაქში არსებული შადრევნებიც.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი