

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კოშკებსა და რიეთში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ სოფლებში, ჯამში 200-მდე ოჯახი ცხოვრობს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სოფელში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებდა არსებულ მოთხოვნას, გარდა ამისა, დებეტიც შემცირებული იყო და ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნას.
პროექტის მიხედვით, თითოეულ სოფელში მოეწყობა შიდაგამანაწილებელი ქსელი, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები, საქლორატოროები, ახალი ჭაბურღილები და რეზერვუარები.
ამ ეტაპზე, კოშკებისა და რიეთის გარდა, სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს