

საბავშო ბაღების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება კორონავირუსზე, სავარაუდოდ, სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
შეგახსენებთ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, კოვიდ19-ის შემთხვევების გამოვლენის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საბავშვო ბაღების პერსონალის გეგმიური ტესტირება გართულებული ეპიდვითარების ფონზე კვირაში ერთხელ ტარდებოდა. სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კი, მუნიციპალურ საბავშო ბაღებში დასაქმებულები ორ კვირაში ერთხელ იტესტებიან.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს