

სკრის საბავშვო ბაღი, რომლის რეაბილიტაციაც ახლახანს დასრულდა, დღეს გაიხსნა.
განახლებული საბავშვო ბაღის გახსნას გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ბერიანიძე და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი გიორგი შათირიშვილი ესწრებოდნენ.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სკრის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, აღსაზრდელებს და მათ მშობლებს კეთიმოწყობილ გარემოში სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.
სკრის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 150 ბავშვზეა გათვლილი.
ახლადრეაბილიტირებული შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი აღიჭურვა ახალი ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით. შენობის ინფრასტრუქტურასთან ერთად, კეთილმოეწყო სააღმზრდელო დაწესებულების ეზოც.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი