

სამაცივრე ან მშრალი სასაწყობე ინფრასტრუქტურის შექმნით დაინტერესებულ პირებს სოფლის განვითარების სააგენტო ახალი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას სთავაზობს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, ფერმერებს განაცხადის გაკეთება დღეიდან, 16 მაისიდან შეუძლიათ.
„თუ გსურთ მიღებული მოსავლის შენახვა და სამაცივრე ან მშრალი სასაწყობე ინფრასტრუქტურის შექმნა, შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება.
პროგრამა ითვალისწინებს პროექტის ჯამური ღირებულების 40% თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარს. პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 16 მაისს და 30 მაისს დასრულდება“, - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს