

წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე, ცხინვალის გზატკეცილზე, ავტოსადგურისა და აგრარული ბაზრის მიმდებარედ არსებული საავტომობილო გზა ბოლო პერიოდში საკმაოდ დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე განხორციელდა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ორმოულების ამოვსების სამუშაოები, ამ მომენტისთვის გზის სავალი ნაწილი ფაქტობრივად სრულად ამორტიზებულია და კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია დაგეგმილია და როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
„აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. უკვე მზადაა საპროექტო დოკუმენტაცია და გამოყოფილია საჭირო თანხაც. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენტერი სამუშაოების შესყიდვის მიზნით“, - განაცხადეს გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს