გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში უამინდობა კიდევ 4 დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.
წვიმიანი ამინდი დღეს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება და 17 საათიდან გორში ნალექი მოიმატებს.
6 მაისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გორში +15 გრადუსს მიაღწევს, უნალექო და ნახევრადღუბლიანი ამინდი შენარჩუნდება 16 საათამდე, დღის მეორეე ნახევარში კი კვლავ ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი.
ღრუბლიანობა და წვიმაა მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 7, 8 და 9 მაისსაც.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი