3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელებმა საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში (2005 – 2007 წწ. დაბადებულებს შორის), რომელიც 16-17 აპრილს ქარელში ჩატარდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას და პირველობისათვის ისინი 8 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე უკეთ გორელები გამოვიდნენ და ყველა მათგანი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.
ოქროს მედლები დაისაკუთრეს: გიორგი ბაბუციძემ (55 კგ.), დავით ქარელმა (60 კგ.) და შოთა ლოთიშვილმა (66 კგ.), ბრინჯაოს პრიზიორი დათო სადაღაშვილი (46 კგ.) გახდა.
მედლების ამ რაოდენობით და სინჯით, გორი გუნდურ ჩათვლაში პირველი იყო.