გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა დაიწყეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამოქმედო გეგმა 2022-2025 წლებზეა გათვლილი და ექვს სფეროს მოიცავს.
ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; ქალთა ეკონომიკური გაძლიერება; ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება; თანამშრომლობა და კოორდინაცია; გენდერული თანასწორობის გეგმის მონიტორინგი და ანგარიშგება - როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მსჯელობა სწორედ ზემოხსენებულ საკითხებზე შედგა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს