

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილებისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე სახლი აშენდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
„საცხოვრებლის კვადრატულობა ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრება. ახალი სახლები დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში 63 სახლის მშენებლობა უკვე დასრულებულია. სახელმწიფოს ხელშეწყობით, დევნილთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ქვეყნის მასშტაბით სულ 200-მდე სახლი აშენდება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანს დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს