

ძლიერი ქარი, ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი გორის მუნიციპალიტეტში 12-13 აპრილს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, დღეს, 12 აპრილს, გორში, 15-16 საათისთვის ქარის სიჩქარე კიდევ უფრო მოიმატებს, დღის განმავლოვბაში, 18 საათამდე, მოსალოდნელია ნალექიც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღის განმავლობაში მხოლოდ +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი მოსალოდნელია +1 გრადუსი.
ძლიერი ქარი, ღრუბლიანობა, ნალექი და +8 გრადუსია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 13 აპრილსაც.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი