

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, დღის წესრიგში არ დგას რომელიმე ბაღის დახურვის ან ჯგუფის თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს. რაც შეეხება კოვიდინფიცირებული თანამშრომლების რიცხვს, ოფიციალურად დადასტურებული სტატისტიკით, კოვიდ19-ით ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღის მხოლოდ 1 თანამშრომელი.
„შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღის მხოლოდ 1 თანამშრომელი, რომელიც თვითიზოლაციაშია“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშო ბაღებში ამ ეტაპზე კვლავ თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება