კონფლიქტები
01.10.2019 22:24
უცნობია, როდის მიიღებს დე ფაქტო რეჟიმი ჩაკეტილი ე.წ. საგუშაგოების გახსნის გადაწყვეტილებას

კვლავ უცნობია, როდის მიიღებს დე ფაქტო რეჟიმი ჩაკეტილი ე.წ. საგუშაგოების გახსნის გადაწყვეტილებას. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, დე ფაქტო რეჟიმი გამშვები პუნქტების დაკეტვას ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს უკავშირებს, თუმცა გამშვები პუნქტების ფუნქციონირება უკავშირდება ჰუმანიტარულ საკითხს.

„თავად დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს. ამ შემთხვევაშიც დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, რომ გამშვები პუნქტების ფუნქციონირება უკავშირდება ჰუმანიტარულ საკითხს და იგი ემსახურება იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება. სამწუხაროდ, გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით პასუხი კვლავაც არ იქნა მიღებული და ამაზე ისევ გაგრძელდება მსჯელობა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. ამ პროცესში მთავარია ერთი რამ, რომ არ შეიძლება ნებისმიერი უთანხმოება და პოზიციათა სხვადასხვაობა დაუკავშირო ჰუმანიტარულ საკითხებს, რომელიც პირდაპირ ეხება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ბედს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლებას“, - განაცხადა ანთაძემ.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ნებისმიერი ტიპის უკანონო აქტივობები ხელს უწყობს ადგილზე არასტაბილური ვითარების შენარჩუნებას.

კვირის ამბები