

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში, სასმელი წყლის სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს. გორის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება და სოფელში სასმელი წყლის სისიტემის მოწყობა მალე დასრულდება.
ამ დრომდე, სოფელ უფლისციხის მოსახლეობა ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს.
„უკვე დასრულდა რეზერვუარის, საქლორატოროს, წყალსადენი მაგისტრალისა და გამანაწილებელი ქსელის მონტაჟი. პროექტის მიხედვით, ასევე, დამონტაჟდა ინდივიდუალური მრიცხველებიც. სამუშაოები მალე დასრულდება და ათეული წლების განმავლობაში სოფელში არსებული სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტის დასრულების შედეგ 250-მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ცნობისთვის, პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს